воскресенье, 16 ноября 2014 г.

მე-3 დღის რეფლექსია

 გავხსენი ბროშურები, მოვძებნე თემის შესაბამისი სტანდარტები და უნარები, ასევე 21-ე საუკუნის უნარებიდან ამოვწერე თემის შესაბამისი მიზანი, ვისაუბრეთ g.mail-ze-ზე, ელექტრონულ ფოსტაზე, ვისწავლე სხვადასხვა სერვისის გამოყენება.

среда, 21 апреля 2010 г.


პროექტის სახელი:
ქართული გიმნაზია– ნაციონალური ცნობიერების კიდევ ერთი კერა.

პროექტის მოკლე აღწერა:

მოსწავლეებიდა დაინტერესებული პირები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოში
დაარსებულ პირველი ქართული სკოლის ისტორიას და დაინახავენ მის როლს ქართული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.

პროექტის სრული აღწერა:
მე–19 საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ აიკრძალა ქართულ ენაზე განათლების მიღება, წირვა–ლოცვა, ქართული ჟურნალ–გაზეთების გამოცემა და ა.შ. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით წამოწიეს წინა პლანზე
მე–19 საუკუნის სამოციანი წლების მოღვაწეებმა–,,თერგდალეულებმა". აღმოსავლეთ საქართველოში რუსულ გიმნაზიებთან ერთად არსებობდა რამდენიმე ქართული სკოლაც, სადაც საგანთა უმეტესობა ასევე რუსულ ენაზე ისწავლებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში , კერძოდ, ქუთაისში ქართულ ენაზე განათლების მიღება არავის შეეძლო. სწორედ ამიტომ, ქართული საადგილმამულო ბანკის დაფინანსებითა და დიდი ქართველი პედაგოგის– იოსებ ოცხელის თაოსნობით 1880 წელს ქუთაისში დაარსდა ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქართული ნაციონალური ცნობიერების გაღვიძებაში. ბევრმა, მათ შორის ამავე სკოლის მოსწავლეებმა, ცოტა თუ იცის ამ გიმნაზიისისტორიის შესახებ. რა სახსრებით დაარსდა, ვინ მოღვაწეობდა ამ სკოლაში, ვინ იყვნენ მისი აღზრდილები, 130 წლის მანძილზე რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს განათლების საქმეში.
მოსწავლეები ქუთაისის ცენტრალურ არქივში მოიძევენ მასალებს სკოლის დაარსების შესახებ, ხანდაზმულ, სკოლის ყოფილი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისაგან აიღებენ ინტერვიუებს, შეაგროვებენ ძველ ფოტოსურათებს, სხვადასხვა დოკუმენტებს და გაამდიდრებენ სკოლის მუზეუმს ექსპონატებით, დაამზადებენ პოსტერებს, რომელზეც ასახული იქნება სკოლის ისტორია, ძველი და თანამედროვე ცხოვრება.

მონაწილეთა ასაკი:

14–15 წელი

ვადები / ხანგრძლივობა:
ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა, შეივსება სკოლის მუზეუმი, დამზადდება და გამოიფინება პოსტერები.

სარგებელი სხვებისათვის:
მიიღებენ მრავალფეროვან და სრულ ინფორმაციას სკოლის ისტორიაზე, მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი სკოლის წარსულის მიმართ და გაუღრმავდებათ პატრიოტული, მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

სამუშაო ენა:

ქართული.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლე იაზრებს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას; იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს; მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას; უყალიბდება ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.

პროექტის ფასილიტატორი:

ნინო დათაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა :

datashka@gmail.com